Iakob gogebashvili motxrobebi gazafxulze
იაკობ გოგებაშვილი
ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი.
ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.
შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
ჩასწორება
დაბადების თარიღი: | 27 ოქტომბერი, 1840 |
---|---|
გარდაცვ. თარიღი: | 14 ივნისი, 1912 (71 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
კატეგორია: | მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ვარიანი, ახლანდელი გორის რაიონი.
მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი.
დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში, 1861 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, შემდეგ კი კიევის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებისთანავე (1864) იგი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1968 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. 1874 წელს იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს.
ი.
გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა საქართველოში სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865); "ბუნების კარი" (1868); "დედა ენა" (1876), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპებზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებით კლასებში ამჟამად მოქმედი ქართული ენის სახელმძღვანელოები.
გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ცნობილია მისი მოთხრობა "იავნანამ რა ჰქმნა" (1890). თავისი საბავშვო მოთხრობებით მწერალმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს: "ნობათს", "ჯეჯილსა" და "ნაკადულს".
ი.
Andrea bocelli biography italy 2014გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. - თბ., 1978. -გვ. 196-197; საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2.
Phoebe yates pember biography of abraham-თბ., 2012 გვ. 56-58
ბიბლიოგრაფია
- საბავშვო მოთხრობები : კრებული (ავტორი). - თბილისი, გრიფონი, 2011. - 156 გვ.. - ISBN: 99940-793-8-7
- დედა ენა (შემდგენელი). - თბილისი, განათლება, 1991. - 188 გვ. . - ISBN: 5-505-01190-X
- რანი ვიყავით გუშინ (ავტორი).
- თბილისი, ხელოვნება, 1990. - 287 გვ.
- ასპინძის ომი : ისტ. ამბავი მოზრდილი ყმაწვილებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლებ, 1990. - 31 გვ.
- ბუნების კარი ანუ ყრმათათვის საკითხავი წიგნი, მესამე და მეოთხე წლისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1989. - 632 გვ.
- ბიბლიური ისტორია : ლეგენდები ქრისტეზე (ავტორი).
- თბილისი, მერანი, 1989. - 335 გვ.
- იავნანამ რა ჰქმნა? : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 187 გვ.